“თუ მეშახტეების წინაშე დავალიანება არ დაიფარება, მთავრობის წევრები ხელფასს ვერ აიღებენ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მთავრობის წევრებს მეშახტეების პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს. მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაავალა მეშახტეებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები შეისწავლონ და დავალიანებები უახლოეს 2 თვეში დაფარონ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინის პრეზიდენტი მთავრობის წევრებს ექუმრება, რომ ისინი ხელფასს ვერ მიიღებენ.

„ზოგიერთ მეშახტეს ჯერ კიდევ 2014-2016 წლების ხელფასი არ აუღია და ეს დავალიანება 1,1 მილიარდ გრივნას აღწევს. უახლოეს 2 თვეში, მარტსა და აპრილში მეშახტეების წინაშე დავალიანება სრულად უნდა დაიფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის წევრები ამ თვეების ხელფასს ვერ აიღებენ და, ვფიქრობ, ეს სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.