თუ მიაჩნია, რომ ივანიშვილთან ასეთი შეხვედრები არ უნდა იმართებოდეს, თავადაც არ უნდა დასწრებოდა- მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ხაზარაძე ივანიშვილის ბიზნესცენტრში ძალით არავის მიუყვანია და რადგან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაშინ აღარ უნდა საუბრობდეს.

,,თუ მას მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები არ უნდა იმართებოდეს, მინიმუმ მას არ უნდა მიეღო მონაწილეობა. თუკი მიიღებ მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში, ელემენტარული წერია, რომ თუ იღებ მონაწილეობას შენი ნებით, ძალით ხომ არავის მიუყვანია, მაშინ აღარ უნდა გქონდეს ამაზე განცდა და მითუფრო ეს საჯაროდ არ უნდა გამოიტანო”,- ამბობს მაჭარაშვილი.

მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ანაკლიის პორტზე ისაუბრა, სადაც შეხვედრას მაშინდელი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც დაესწრო. შოთაძემ ეს ფაქტი დღეს გასაუბრებაზე დაადასტურა.