ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან მოეხსნა

{{ARTICLEIMAGE}}როგორც მოგეხსენებათ, ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ლევან გორგაძეს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა და მისი ბაშოზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა მან მაინც გადაწყვიტა ამ ტრავმით ეასპარეზა აღნიშნულ ბაშოზე. 

სამწუხაროდ ქართველმა სუმოისტმა საწყისი ოთხი ორთაბრძოლიდან ოთხივე დათმო და როგორც Adjarasport.com იუწყება ტოჩინოშინი ტრავმის გამო ბაშოდან მოეხსნა. მას დარჩენილი ყველა ბრძოლა წაგებულად ჩაეთვლება, თუმცა ოძეკის ტიტულს შეინარჩუნებს და მის დასაცავად უკვე მარტში, კადობანის ბაშოზე იასპარეზებს, სადაც ქართველ გოლიათს მინიმუმ 8 ორთაბრძოლის მოგება დასჭირდება, რათა ოძეკის ტიტული არ დაკარგოს.