ტოჩინოშინმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა

{{ARTICLEIMAGE}} 

24 ნოემბერს ფუკუოკოაში კიუშუს ბაშოს ბოლოსწინა დღის ორთაბრძოლები გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა და სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა.  ამ გამარჯვებით ბოლო ორთაბრძოლის წინ ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) გაინაღდა და იანვარში ოძეკის ტიტული დასაცავი არ გაუხდება.

მე-15 დღისთვის მისი ბალანსია 8-6, რაც ნიშნავს, რომ მას 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული და 6-ჯერ დამარცხდა.


25 ნოემბერს, მე-15 დღეს, ტოჩინოშინი ხვდება მე-7 მაეგაშირას, შოჰოზანს, რომლის ბალანსიც არის 9-5.

 

82 მატჩიდან ტოჩინოშინს 59 გამარჯვება აქვს. თუ ტოჩინოშინი ხვალაც მოიგებს იგი ბაშოს 60 გამარჯვებით დაასრულებს.ხვალ ბაშოს ბოლო დღეა და მისი მეტოქე 34 წლის მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელსაც 9-5 ბალანსი აქვს. თუ ტოჩინოშინი ხვალაც მოიგებს იგი ბაშოს 60 გამარჯვებით დაასრულებს.

ურთიერთშეხვედრებში შოჰოზანთან ტოჩინოშინს უპირატესობა აქვს – 14:5 და თუ ხვალაც გაიმარჯვებს წელს უკვე 60 გამარჯვებას დააგროვებს. 59 გამარჯვებით ტოჩინოშინი საუკეთესოა, მასზე მეტი მოგება წელს არც ერთ სუმოისტს არ დაუგროვებია.

ტოჩინოშინისთვის ეს ბაშო მთლიანობაში არც ისე წარმატებულია, ოძეკი კარგ ფორმაში არ არის. როგორც სპორტული მიმომხილველები ამბობენ, ამის მიზეზი მარჯვენა ფეხის ტრავმაა, რომელიც ქართველმა სუმოისტმა წელს ერთ-ერთ ბაშოზე მიიღო და ბოლომდე ვერ მოირჩინა.