ტრადიციული ალილო 14:00 საათზე დაიწყება

 

{{ARTICLEIMAGE}}

ტრადიციული საშობაო ალილო დღეს 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება. ალილოს მონაწილეებს აქ მერიის წარმომადგენლები დახვდებიან და ტკბილეულს გადასცემენ. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გავლით გაიმართება. პარლამენტის წინ ალილოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს წევრები დახვდებიან. ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.