ტრამპს მიმართავენ, საჯაროდ მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია

ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს მიმართავენ, საჯაროდ მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერა. ამის შსახებ სენატში წარდგენილ კანონპროექტშია ნათქვამი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭრა აქვს და რომელიც რუსეთის მიმართ უკვე არსებულ სანქციებზე უფრო მკაცრ სანქციებს აწესებს – კერძოდ, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, მასზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზემოქმედებას ზრდის.

“არ შეიძლება პუტინის ქმედებების მოთმენა. ერთი რამ ცხადია: მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს ზემოქმედებას, ვიდრე მას არ შეხვდება რეალური წინააღმდეგობა. ამიტომაც ჩვენ შეგვაქვს აქტი, რომელიც ერთიანი სახით პასუხობს კრემლისგან მომდინარე საფრთხის შემცველ რეალობას; ამავე დროს, იგი ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს აწვდის მკაფიო გზავნილს, რომ აშშ-ის კონგრესი დაიცავს ჩვენს ინსტიტუტებს, მოკავშირეებსა და ფასეულობებს”,  ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, აქტის წარმდგენი სენატორის, მენენდესის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება, ტრამპის ხელმოწერის შემთხვევაში კი კანონის ძალას მიიღებს.

აშშ-ის კონგრესისა და ევროკავშირის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას სანქციების ახალი პაკეტი უნდა დაუწესდეს, ევროპული საქართველო ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, იმუშაოს, რათა რუსეთის ფედერაციაზე დასაწესებელი სანქციების მოთხოვნებში საქართველოს საკითხი – ამ ეტაპზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შვიდეს.

სენატორ გარდნერის (რესპუბლიკელი – კოლორადოს შტატი) განმარტებით კი, “პუტინის რუსეთი არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ყველა შესაძლო გზით ცდილობს ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო სამართალს და დაანგრიოს აშშ-ის ლიდერობით არსებული ლიბერალური, გლობალური წესრიგი. ამ აქტით კონგრესი აჩვენებს ძლიერ, ორპარტიულ სიმტკიცეს კრემლის სიცრუის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ეს აქტი მალე მიიღებს კანონის ძალას”.

აქტის თანასპონსორი სენატორი შაჰინი (დემოკრატი – ნიუ ჰემპშირის შტატი) აღნიშნავს, რომ ეს საკანონმდებლო აქტი ეყრდნობა კონგრესის წინა პერიოდის ძალისხმევებს, რომ რუსეთს მოეთხოვოს პასუხი აშშ-ისა და გლობალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქცევისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენატორების მიერ წარდგენილი აქტი შეიცავს ახალ ელემენტებს. კერძოდ, რუსეთის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დემოკრატიულ ინსტიტუტებში ჩარევის საპასუხოდ, რუსეთს სანქციებს უწესებს.

“ასევე საკანონმდებლო აქტი შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს. კერძოდ, ასახავს ნატო-სადმი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას, ქმნის ეროვნული ერთობის ცენტრს (Nატიონალ Fუსიონ ჩენტერ), რომ გაუმკლავდეს ჰიბრიდული სახის საფრთხეებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში ქმნის კიბერუსაფრთხოებისადა ციფრული ეკონომიკის ოფისს; ზემოქმედებას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ შეაჩეროს ობსტრუქციული სახის საერთაშორისო ძალისხმევები; მოითხოვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს არგუმენტაცია, თუ რამდენად პასუხობს რუსეთი კრიტერიუმს, რათა იგი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში; მოითხოვს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის ხელახალ ავტორიზაციას. იგი დახმარებას აღმოუჩენს კრემლის ჩარევისადმი მოწყვლად ევროპულ ქვეყნებს”, წერია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული კანონპროექტი საჭიროა დამტკიცდეს აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ, რის შემდეგაც იგი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონის ძალას მიიღებს.