წამლები, რომელთა მიღებაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებას უწყობდეს ხელს

ჰოლანდიაში  მოღვაწე ოჯახის ექიმი, ნინა ბაკაშვილი სამედიცინო  სოციალურ ქსელში წერს, რომ გაციების საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი გაზარდოს. ექიმი მედიკამენტებს  ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ასახელებს. 

„ვინც გაციებული ხართ, ან სიცხე გაქვთ არ მიიღოთ იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნუროფენი, ან სხვა NSAID-ის პრეპარატები!!!

მე, როგორც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ოჯახის ექიმი გირჩევთ ამას. აღნიშნული რეკომენდაცია დაფუძნებულია ბრიტანულ ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე და ვირუსოლოგებისა და ნევროლოგების რჩევაზე. ეს პრეპარატები ზრდიან ACE-2 -ის რეცეპტორების მგრძნობელობას და ორგანიზმში კორონავირუსის შეჭრას აადვილებენ.

თითქმის ყველა ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც ინტენსიურ თერაპიაში მოხვდა აღმოჩნდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს.

ექიმებს გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გააზიაროთ აღნიშნული მესიჯი”, – წერს ნინა ბაკაშვილი.