უგულავას დაკავება არის მოვლენა, რომელიც ძირს უთხრის ნდობას- ევროპარლამენტარი

გიგი უგულავას დაკავებას მორიგი ევროპარლამენტარი, სვენ მიქსერი ნდობის ძირგამომთხრელ მოვლენად აფასებს. მისი თქმით, ეს ფაქტი გაართულებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს.

„შემაშფოთებელია, რომ კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა. ვიმედოვნებ, პროცესის აღდგენა შესაძლებელი იქნება და არჩევნები გამჭვირვალედ ჩაივლის, უგულავას დაკავება არის მოვლენა, რომელიც ძირს უთხრის ნდობას. მომხდარი გაართულებს წინსვლას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსა და არჩევნებთან დაკავშირებით. მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია”, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

მიქსერი მეხუთე ევროპარლამენტარია, ვინც გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ხელისუფლება გააკრიტიკა.