“უგულავას დაკავებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს”-ნათია თურნავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეხმაურება.

“ეს არის საკმაოდ სერიოზული ბრალდება, რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს და ზოგადად, შეგახსენებთ, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების სტილი – სახელმწიფო თანხების გაფლანგვა,“ – აცხადებს ნათია თურნავა.