უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს- დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს როგორც პროცესის, ისე დროსთან დაკავშირებით.

,,ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს, მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია”, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,ევროპული საქართველოს” ლიდერს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ოპოზიციამ ეს ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა.

უგულავას დაპატიმრებაზე იმედგაცრუება გამოთქვა აშშ-ის საელჩომ, ხელისუფლება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშიმ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.