უნდა გადაიდოს თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი

{{ARTICLEIMAGE}}
უნდა გადაიდოს თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი – გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიმდინარე კვირას ავადობის დინამიკაზე დაკვირვების შემდეგ მიიღებენ. ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

“გასულ კვირაში ავადობის დინამიკამ იკლო, ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით პროცესს და შემდეგ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს თუ არა არდადეგები სკოლაში“, ამბობს ამირან გამყრელიძე.

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკას, ლაბორატორიულად დღეისათვის დადასტურებულია  გრიპის ვირუსის 162 შემთხვევა.

“სამწუხაროდ, იქ სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, 10 გარდაცვლილია”, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.