ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა თავი პრეზიდენტად გამოაცხადა

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, პარლამენტის სპიკერმა, 35 წლის ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ფიცი დადო. მისი განცხადებით სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობებს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით შეასრულებს და ქვეყანაში არჩევნებს მოამზადებს.

 

აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუაიდო ვენესულას გარდამავალ ლიდერად აღიარა.

ოთხშაბათს ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო მარშზე ქვეყნის ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა.

იანვარში ვენესუელას ნაციონალურმა ასამბლეამ ის უზურპატორად გამოაცადა.  რამდენიმე ქვეყანამ კარაკასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც მადურო მეორე ვადით გაპრეზიდენტდა.

ვენესუელაში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად მადუროს ხელისუფლებით უკმაყოფილება კრიტიკულად გაიზარდა. 2018 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წლის ბოლომდე მილიონპროცენტიანი ინფლაცია იწინასწარმეტყველა. ქვეყანა ბოლო პერიოდში რეგულარული მასობრივი არეულობის პირობებში ცხოვრობს. აგვისტოს დასაწყისში ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით მადუროს მკვლელობა სცადეს.

მადუროს რამდენიმე დღის წინ დიქტატორი უწოდა აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა. მაიკლ პენმა 22 იანვარს ტვიტერზე გაავრცელა მიმართვა მადუროს წინააღმდეგ საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეებისა და ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მიმართ.

“მას არასოდეს მიუღია საპრეზიდენტო ძალაუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, ძალაუფლება კი იმით შეინარჩუნა, რომ ციხეში ჩასვა ყველა, ვინც გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია“– ნათქვამია პენის განცხადებაში. პენის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერდა გადაწყვეტილებას მადუროს უზურპატორად გამოცხადების შესახებ.