ვიდეო სადაც ჩანს თუ როგორ დაჭრა მამაკაცმა ცივი იარაღით ყოფილი ცოლი

ხაშურის ცენტრში კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. ამის ამსახველ ვიდეომასალას ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს. 

28 წლის კაცი, რომელმაც ხაშურში ყოფილი ცოლი დაჭრა დაკავებულია. ბრალდებულმა ხაშურში ყოფილ მეუღლეს – 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 24 წლის ქალს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის, კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს.