ვინ არის გოგო, რომელიც ყოფილმა ქმარმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა

გარდაბანში, სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მოკლულ 23 წლის გოგონას, ხათირა ჰუსეინოვას 3 შვილი ჰყავდა. არსებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა გოგო მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა.

დაღუპულის დედა აცხადებს, რომ მისი ყოფილი სიძე ნარკოტიკებს მოიხმარდა და ხშრად კონფლიქტი ჰქონდა, დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა. გოგონას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. იგი მშობლების სახლშია გადასვენებული.

მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის მამაკაცი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, მას სიდედრის ცემის ფაქტზე 6 თვით თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში, ერთად არ ცხოვრობდა. მამაკაცმა, ყოფილი მეუღლის ტელეფონში, შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც ცოლი, შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით, ყელის არეში მიაყენა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.