ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტით- იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტი ექნება, ყველას ვინც დაახველებს ამ ტესტით შემოწმდება.

მისი თქმით, ახლა მხოლოდ ისინი იტესტებიან, ვინც დაახველა და იტალიაში იყო, შემდეგ კი ყველა გაიტესტება, ვინც დაახველებს.

,,სიტუაცია როგორია – გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, დღეს, ვინც დაახველებს და იტალიაში იყო, ყველას ვტესტავთ პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციით, მერე უბრალოდ ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტებით”,- ამბობს იმნაძე.

მან აღნიშნა, რომ ე.წ აგრესიული ტესტირება “მეოთხეული, მეხუთეული, უფრო ფართო გავრცელების შემდეგ” დაიწყება.

იმნაძის განცხადებით, საქართველო სწრაფ ტესტების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ჩინეთთან და კორეასთან აწარმოებს.