ვირუსის კი არა, მარადიული სიკვდილის უნდა გვეშინოდეს, რომელსაც ურწმუნოება და უღმერთობა იწვევს- დეპუტატი ერქვანია

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ალექსანდრე ერქვანია იმ ადამიანებს ეხმიანება, რომლებიც დროებით ტაძრების დაკეტვას და წირვა-ლოცვების შეჩერებას ითხოვენ და ამბობს, რომ ეს ქართველი ერის სიკვდილის გზა იქნება.

მისი თქმით, ვირუსის კი არა, მარადიული სიკვდილის უნდა გვეშინოდეს, რომელსაც ურწმუნოება და უღმერთობა იწვევს.

,,მინდა, გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომლებიც დროებით ტაძრების დაკეტვას და წირვა-ლოცვების შეჩერებას მოითხოვენ. ამის გაკეთება დაუშვებელია. ეს იქნება ჩვენი ერის სიკვდილის გზა, რადგან ჩვენი ხსნა და გადარჩენა მხოლოდ ეკლესიაშია, რომელიც ქრისტეს მისტიური სხეულია.

ჩვენ ვირუსის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვეშინოდეს მარადიული სიკვდილის, რომელსაც ურწმუნოება და უღმერთობა იწვევს. დღეს თითოეული ჩვენგანის გამოცდის ჟამია, რამდენად გვწამს და გვჯერა უფლის. დღეს ღვთის გარეშე წარმოუდგენელია ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ეს კარგად უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ, თორემ ძალიან დავმარცხდებით,“ – განაცხადა ერქვანიამ.