ვოლსკი: აგრესიული რესურსი არ არის საკმარისი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინონ”

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ნაციონალური მოძრაობის სურვილით ხსნის, ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს, თუმცა ვოლსკი დარწმუნებულია, რომ აპარტიას ამის რესურსი არ აქვს. ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” აგრესიულ რესურსზე მიუთითებს.

“განაცხადი იმის თაობაზე, რომ პერმანენტული აქციები იქნება იმის თაობაზე, რომ სტაბილურობას შეექმნება პრობლემები და იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შეიქმნება არანორმალური სიტუაცია, ეს მუქარაც, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა “ნაციონალური მოძრაობის”, რომლის გარშემო ერთკაციანი რამდენიმე პარტიაც არის შეკრებილი, თითქოს, მრავალრიცხოვანი პარტიები ჯგუფი მოითხოვს ამას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს აგრესიული რესურსი საკმარისია იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს”, განაცხადა ვოლსკიმ.

გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება ხვალ შეიტყობს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მეექვსე საშუალო სკოლის დირექტორი.