ვწყვეტთ ყოველგვარ მოლაპარაკებას, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე- შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია წყვეტს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს და გადადის სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე.

მისი თქმით, ივანიშვილმა გადალახა წითელი ხაზები და მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი, რაც არის მთელს ქვეყანაზე და საზოგადოებაზე, დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება. 

,,ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული დიქტატორები კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ , ოპოზიციას არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან. გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე. ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო, სადაც არ იქნებიან მის მიერ დაქირავებული ყალბდიპლომიანი იურისტები და მოსამართლეები და ეს სამსჯავრო მალე მიაკითხავს მის სასახლეში”,- აცხადებს ნათელაშვილი.

ეს განცხადება მან გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

სასამართლომ უგულავას დამატებით 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.