ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო.
პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა. ასევე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელად.
ახალსოფელში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ხანძარი ახალსოფლის ტყეში პარასკევს საღამოს გაჩნდა. რთული რელიეფის გამო მის ჩაქრობას უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.