ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. სასულიერო პირთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი.
ნარკოდანაშაულისთვის ორი პირის დაკავებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ბრალდებულთა ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.
გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.