ზუგდიდში, დედამთილის გაქურდისთვის რძალს სამწლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

ზუგდიდში, დედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ რძალს 3 წლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7 000 ლარამდე თანხა მოპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. დაზარალებული ეთერ შენგელიას ინფორმაციით, რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. რძალი მომხდარიდან 3 საათში დააკავეს.

ამოღებული თანხა დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა.