ზვიად კუპრავა სასტიკად სცემეს

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას გლდანში, საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.  თავდასხმა დაახლოებით საღამოს ცხრა საათისთვის მოხდა.

კუპრავა ამობს, რომ  როცა ავტომობილი სახლთან გააჩერა, ორი უცნობი პიროვნება მიუახლოვდა და გამოელაპარაკა, ამის შემდეგ კი სახეში შეასხეს ნივთიერება, რის შემდეგაც მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება.კუპრავა ამბობს, რომ მას დაზიანებები მიაყენეს ღვინის ბოთლით.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თავდასხმის ადგილზე მივიდნენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.უცნობია, მოხდა თუ არა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. კუპრავა ამბობს, რომ ორი თავდამსხმელიდან არცერთი არ ეცნობოდა. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

კუპრავა თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლების ანგარიშსწორება.