ამოიღო იარაღი და მესროლა 2-ჯერ – დაჭრილი მორაგბე შემთხვევის დეტალებს იხსენებს

რაგბის კავშირში დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზაშვილი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე მიდიოდა, სადაც კორონავირუსის პირობებში ჩემპიონატის ჩატარების პროტოკოლი უნდა განეხილათ, ადგილზე მისულს მას რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი, მერაბ ბესელია დახვდა, რომელიც ნასვამი იყო.

“მას [მერაბ ბესელიას] და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა, იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და მესროლა 2-ჯერ. ამ დროს ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ჩვენ შორის არ ყოფილა, სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და კავშირის არცერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი ბოლო თვეების განმავლობაში იყო ის, რომ ვსაუბრობდი ფაქტებით და ვსაუბრობდი სიმართლეს”, – წერს ხარაზაშვილი საკუთარ Facebook-ზე.

მისი განცხადებით, გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს.

“მე და იმ ბიჭებს (საინიციატივო ჯგუფი და თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელი), ვინც სიმართლეს ვლაპარაკობთ, ვერც იარაღით შეგვაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით. მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გვეცლება და ჩვენი ყველაზე დიდი გულის წუხილი ამას შეეხება. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალი თაობის რაგბით დაინტერესებაზე და სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი”, – ამბობს ხარაზაშვილი.

მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გუშინ მომხდარი ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა.

“ყველასთვის ცნობილი და მარტივად გასაგები რომ გახდეს, რაგბის სამყარო ისევ ისეთია როგორიც იყო და რითიც აქამდე ასე ვამაყობდით, უბრალოდ აქ არის ერთ მხარეს პატიოსანი და მშრომელი მოთამაშეები, მწვრთნელები და ის ხალხი, ვის მხრებზეც ყველაფერი გადადის, ხოლო მეორე მხარეს ჩინოვნიკების ჯგუფი, ადამიანები რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს. რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს. ესეც არ აკმარეს და ახლა ჩირქს სცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას ამის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არანაირი ბრალი არ მიმიძღვის გუშინდელ შემთხვევაზე, გარედან მაინც ძალიან არასასიამოვნო შესახედია ეს ფაქტი ხალხისთვის”, – აცხადებს მორაგბე.

ხარაზაშვილი საავადმტოფოდან გაწერეს და წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი. ის გუშინ, 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში კავშირის ვიცე–პრეზიდენტმა, მერაბ ბესელიამ დაჭრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პოპულარული

რა შეტყობინება მიიღო სამირა ბაირამოვამ მას შემდეგ, რაც ქალზე ძალადობის ფაქტს შეესწრო და კადრები გაავრცელა

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ,...

ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: „მე მზად ვარ, პუტინს ნებისმიერ დროს შევხვდე“

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე...

Bloomberg: მობილიზაციის შიშით, კრემლის ჩინოვნიკებს, აქტივები, ფარულად, საზღვარგარეთ გააქვთ

გამოცემა Bloomberg-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში, შიში არჩევნების...

26 სექტემბერს, თბილისში წყალმომარაგება 36 საათით შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების...

ესპანურმა მედიამ ე.წ. „წამების ოთახის“ საქმის ფიგურანტების წარმომავლობა დააზუსტა, ისინი არა საქართველოს, არამედ სერბეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ

ესპანეთის ქალაქ ესტეპონაში აღმოჩენილი „წამების ოთახის“ საქმეში საქართველოს მოქალაქეების...

პუტინის კომპიუტერი მოპარული Windows-ით მუშაობს

კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ვლადიმერ პუტინი...

ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებს დაეხმაროს – კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე

"ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო - ამის მიზეზი გახდა...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის...

ყველა ამბავი

შესაძლოა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ შათირიშვილ არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" პრეზიდენტს,  მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართონ."ამ ეტაპზე ეს საკითხი...

მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს

რუსეთმა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება მოითხოვეს. ამის შესახებ ნათქვამია შეხვედრის...

კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს – დააკავეს 3 პირი

კახეთში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3...

ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებებისთვის „პაუზას“ არ აიღებს

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. მინისტრის ვერსიით, რუსეთი მზადაა უკრაინაში ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის....

დიდი ბრიტანეთი უსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს არ მოუხსნის

დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის კვალდაკვალ, რუსი ბიზნესმენების — ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის  წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს. ამის შესახებ უკრაინის...

AI კომპანიების ხელმძღვანელებმა გაეროს ტექნოლოგიის კონტროლისკენ მოუწოდეს

ხელოვნური ინტელექტი (AI) „შესაბამისი ზომების მიღების გარეშე შესაძლოა მთელი კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს“. ასეთი გაფრთხილებით ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, გაეროს უშიშროების...

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ბალისტიკურ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 8 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ...

რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან “გრემის კანონს” განვიხილავდით – ზელენსკი

"რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან “გრემის კანონს” განვიხილავდით " -  განაცხადა ამის შესახე უკრაინის მეთაურმა,...

სასამართლომ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის უკვე იხდის სასჯელს, სასამართლომ კიდევ ერთ სექსუალურ დანაშაულში ცნო დამნაშავედ და ამ...

ნიუ-იორკში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს....

10 მილიონამდე დოლარი რუსული კომპანიისთვის: საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება უკრაინის მიერ სანქცირებულ ქარხანასთან გააფორმა

საქართველოს რკინიგზამ უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსულ კომპანია „როსლავლსკისთან“ 9.6 მილიონ დოლარად 200 ვაგონის შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. საწარმოს გენერალური დირექტორი...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 60 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვანზე...