გამორიცხულია, რამე შეზღუდვას ჰქონდეს ადგილი – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მხრიდან შეზღუდვების დაწესებას გამორიცხავს. მისი თქმით, ეს რამდენიმე ევროპარლამენტარის მოსაზრებაა.

“დახმარების შეჩერებაზე არც არის საუბარი. ეს რამდენიმე დეპუტატის განცხადებაა და თუ მიადევნებთ თვალყურს, როგორც არის ევროკავშირის სტრუქტურა მოწყობილი, ამ საკითხებს წყვეტს ევროკომისია, ხოლო ევროკავშირის კომისიასთან ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გვქონდა ასოცირების საბჭო, სადაც საუკეთესო შეფასებები გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ყურადსაღებია, ვინაიდან ეს დეპუტატები, ზოგადად, დაინტერესებული არიან საქართველოთი. გამორიცხულია, რამე შეზღუდვას ჰქონდეს ადგილი. იმიტომ, რომ ეს არის რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება”. – ამბობს პაპუაშვილი მთავართან საუბრისას.