,,ცეკვავენ კარანტინის ვარსკვლავები” – როგორ ერთობიან კარანტინში პაციენტები

პროდუსერი ნოე სულაბერიძე ,,ფეისბუქზე” ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ კარანტინში მყოფი პაციენტები ცეკვავენ.

კადრები თბილისში, 2 მარტს, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ მოწყობილ საკარანტინო ზონაშია გადაღებული.

საქართველოში ამჟამად კარანტინში 148 პაციენტია მოთავსებული, მათგან სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 27 იმყოფება. ქვეყანაში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.