“სააკაშვილი დამპირდა რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალით არ გადაჭრიდა, და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“–ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  არ შეასრულა პირობა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალისმიერი მეთოდებით არ გადაჭრიდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პუტინი ამბობს, რომ სააკაშვილს არაერთხელ ესაუბრა ამ თემაზე ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრეზიდენტი იყო და სთხოვა, „ძალა არ გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ“, რაზეც სააკაშვილი დაპირდა, რომ „ამას არასდროს იზამდა“.

„არა, არასდროს გავაკეთებო! და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“- თქვა პუტინმა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ  საქართველოს ხელისუფლება  მოსკოვისგან გვერდზე გადგა. „აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. დაე, მადლობა მიხეილ სააკაშვილს გადაუხადონ“, – თქვა პუტინმა პუტინმა.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია პოლიტიკაში აღარ არის, პუტინი პასუხობს: „როგორ არ არის. დარბის მოედნებსა და სახურავებზე, როგორც მარტის კატა“.