საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში ინფიცირებულია 9 პირი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – stopcov.ge არის განთავსებული.

ამავე მონაცემებით, კარანტინშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე წუთში ბრიფინგი გაიმართება.