დონალდ ტრამპის გოლფკლუბთან გასროლა მოხდა. ტრამპის კამპანიის შტაბი აცხადებს, რომ ის უსართხოდ არის

ტრამპის გოლფის კლუბთან სროლა მოხდა.რესპუბლიკური პარტიის აპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის მას შემდეგ, რაც გასროლა “მას სიახლოვეს” მოხდა, – თქვა მისი კამპანიის შტაბმა.

“პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის”, – თქვა მისი კამპანიის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა და დასძინა, რომ “ამ დროისთვის დამატებითი დეტალები არ არის”.

საიდუმლო სამსახურმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ იძიებს „დაცვის ინციდენტს“, რომელიც ტრამპს ეხებოდა, რომელიც ადგილობრივი დროით 14:00 საათაზე მოხდა ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში, ვესტ პალმ ბიჩში.

CNN-ის ცნობით, კლუბი მაშინვე დაიხურა.

ინციდენტი მოხდა თითქმის ორი თვის შემდეგ, რაც ტრამპს თავს დაესხნენ პენსილვანიის ბატლერში გამართულ მიტინგზე, რის შედეგადაც ის ყურში დაიჭრა.

ინფორმაცია განახლდება