თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის – კინზინგერი

“თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის” –  განაცხადა კონგრესმმენმა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინვტერვიუში.

„ამერიკას არ სურს საქართველოს რაიმე ტიპის ომში ჩართვა“ – მიმდინარე კვირას ეს განმარტება კონგრსემენმა ადამ კინზინგერმა რამდენჯერმე გააკეთა.

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის საქართველოს პარტნიორ ქვეყანაში. კონგრესმენი გასულ კვირას საქართველოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარების ინიციატივითაც გამოვიდა და თქვა, რომ რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე, საქართველომ მეტი იარაღი უნდა მიიღოს. ამ და სხვა თემებზე კონგრესმენს “ამერიკის ხმა“ ესაუბრა.

კითხვაზე, რას მოუტანს საქართველოს მისი ხელისუფლების ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, კინზინგერი პასუხობს:

“მე მჯერა, რომ თუ ეცდები მიუახლოვდე რუსეთს, აუცილებლად დაიწვები. შეხედეთ მაგალითისთვის ჩვენს მეგობრებს გერმანიაში. მათ იფიქრეს, რომ შეეძლოთ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონოდათ რუსეთთან მიმართებით და “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის აშენება გადაწყვიტეს. საბოლოოდ, გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

როდესაც უკრაინაში ეს ომი დასრულდება, არავინ ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. განსხვავება ისაა, რომ თუ გჯერა, რომ დათვის შეკავება შეგიძლია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ფიქრობ, რომ ტორი არ მოგხვდება, უნდა იცოდე, რომ ეს ტყუილია, ტორი აუცილებლად მოგხვდება.

ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართელო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში. ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ნებისმიერი კომენტარი, რომელიც საწინააღმდეგოს ამბობს, ან ამტკიცებს, რომ შეგიძლია დაუახლოვდე რუსეთს და არ მოგიწიოს ამასთან თანხმლებ პრობლემებთან გამკლავება, უბრალოდ არარეალისტურია.“–ამბობს კონგრესმენი.

რამდენიმე დღის წინ კინზინგერი საქართველოსთვის “ჰაიმარსების“ გადაცემის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ამბობს, რომ არ იცის, ეს რამდენად რეალურია:

“არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, სად გვინდა, რომ ამ ურთიერთობებში წავიდეთ.

მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შევახსენო ქართველებს, უფრო მეტად კი ამერიკელებს, რომ საქართველო ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო და მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებოდა ამ მაჩვენებლით. მათ [ქართველებმა] ნამდვილად აჩვენეს, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი ქვეყანა, ამისი უნარი აქვთ. მათ სჭირდებათ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

იმის მიხედვით, რაც უკრაინაში რუსების იქ ყოფნისას ვნახეთ, ისაა, რომ რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე. რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, თუ იფიქრებს, რომ მოგება შეუძლია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ.

ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ იმის გააზრებას, რომ ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს მას.

როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა. პირველ რიგში, მოდით, ამის ლოგიკურ ახსნაზე ვიფიქროთ. ერთი რამ, რაშიც, წესით, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს ისაა, რომ ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. თუმცა, ასევე გვესმის, რომ უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის იბძვიან. ჩვენ მათთან ერთად ვართ, ვაწვდით იარაღს, რათა მათი ტერიტორიის არცერთი ნაგლეჯი არ დაიკარგოს, ესაა ის, რისთვისაც ვიბრძვით.

დიახ, გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ თავად ის იდეა, რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველო ჩავითრიოთ აქტიურ ომში რუსეთთან, ეს უბრალოდ სასაცილოა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი მესმის, ან როდესაც ჩვენს ელჩზე ხორციელდება თავდასხმა, მაგალითად ქალბატონ დეგნანზე, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს, სულ მიჩნდება კითხვა – რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს? მართლა სურთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს იყვნენ, თუ უბრალოდ თავს გვაჩვენებენ რომ ასეა, რადგან იციან, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკასთან ახლოს ყოფნა?

ყველა ლიდერს საქართველოში ერთ რამეს ვეტყოდი: ებრძოლეთ დეზინფორმაციას. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ძალა, აღმოჩნდა, რომ არც კულტურული ძლიერება აქვთ, მეტიც, ხალხს საკუთარი მთავრობა ეზიზღება. დამიჯერეთ, არ გინდათ, რომ იგივე თქვენს ქვეყანაშიც გქონდეთ.“– ამბობს კინზინგერი.

ინტერვიუში კინზინგერი ელჩი დეგნანის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ როცა ელჩს ტყუილებზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ეს დასავლეთისკენ სვლის ნებას არ აჩვენებს:

“ყველა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია და სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს, იქნება დეზინფორმაცია. ეს ამერიკაშიც გვაქვს. აქ გვყავს ხალხი, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მომხრეები არიან, დეზინფორმაცია აქაცაა. განსხვავება ისაა, რომ ხელისუფლება აქტიურად არ ავრცელებს დეზინფორმაციას.

მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფომაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს- რომ შესაძლოა არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა.

თუ თქვენ სამთავრობო ლიდერი ხართ, ან უბრალოდ საქართველოს მოქალაქე და გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყნის მომავალს შეხედოთ, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, თუ ამ ქვეყნის მომავალს უყურებთ და ხედავთ რუსეთის ცივ შენობებს, რუსეთის უგულობას და ასევე ხედავთ, რომ ყველა სიცოცხლე დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება აქვთ, მე გეტყოდით, რომ ეს უკანასკნელი აირჩიოთ.

როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო.

ჩემთვის რთულია მოტივაციის გამოცნობა, მაგრამ ვიტყვი, რის გამო ვიქნებოდი შეშფოთებული. მე არავის ვუყენებ ბრალდებას, მაგრამ ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა.

ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავს დასავლეთად აღიქვამს და ჩვენც, საქართველოს დასავლეთად აღვიქვამთ. ასე რომ შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის.

ნება მომეცით, ეს პირადად ვუთხრა ქართველ ხალხს: ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს – იქნება ეს ეკონომიკური, რეგიონული თუ სხვა მიმართულებით.

ჩვენი ურთიერთობებისადმი არსებობს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის კონგრესსა და საპრეზიდენტო ოფისში. ნებისნიერი მცდელობა, რომელიც ჩვენ შორის დისტანციის შექმნას ემსახურება, ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს არ წაადგება.“– ამბობს კინგზინგერი.

წყარო: ამერიკის ხმა

პოპულარული

კახეთში, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 70 წლამდე კაცი დააკავეს

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.შსს-ს...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის...

ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა...

გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

შს მინისტრის მოადგილე გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის...

სამშვიდობო შეთანხმება ირანთან, რეჟიმის შეცვლა კუბაში და სუპერინტელექტი – რაზე ილაპარაკა ტრამპმა გაეროში გამოსვლისას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს, გაეროში გამოსვლისას განაცხადა, რომ...

არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს...

გერმანიაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი ავიაბაზასთან ჩამოვარდა

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი სამშაბათს გერმანიაში, შპანგდალემის აშშ-ის ავიაბაზის მახლობლად...

ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: „მე მზად ვარ, პუტინს ნებისმიერ დროს შევხვდე“

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე...

ყველა ამბავი

OpenAI-ის AI აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდი გატეხა

ავსტრალიაში AI აგენტმა უნებართვოდ მოიპოვა წვდომა დახურულ მონაცემებზე ვებგვერდზე, სადაც Medicare-ის — სახელმწიფო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სისტემის — სტატისტიკა...

გარდაიცვალა მსახობი მარინა ვლადი

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი, ვლადიმირ ვისოცკის ქვრივი. მსახიობის გარდაცვალების შესახებ AFP-ს მისმა ოჯახის წევრებმა აცნობეს. მარინა...

რუსეთის დარტყმების გამო პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოახდინა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ბულგარელ კოლეგა, რუმენ რადევთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  რუსეთის დარტყმების გამო პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე...

ევროკავშირმა, საზოგადოებისთვის, მიმზიდველობა დაკარგა – კირცხალია

"საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" - წერს სოციალურ ქსელში, "ქართული ოცნების" წევრი,  ირაკლი კირცხალია."რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ...

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ კონფერენცია გაიმართა

საფრანგეთის პარლამენტში, კოლბერის დარბაზში, საფრანგეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით, დისკუსია, სახელწოდებით „დემოკრატიის ხელყოფა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“ და...

რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1 ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს

მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა სომხეთისთვის გაზის შემდგომი მიწოდება რამდენიმე პოლიტიკური პირობის შესრულებას დაუკავშირა. რუსეთთან უთანხმოების ფონზე ერევანი აცხადებს, რომ საწვავის...

ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დგას, 1 რუსი ჯარისკაცი, არავითარ პირობებზე საუბარი არ არის გამართლებული  – გეგელია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

სანამ საქართველოს ტერიტორიაზე დგას თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი და ე.წ. საოკუპაციო ძალები სხვადასხვა სახით, არავითარ პირობებზე საუბარი არ არის...

CIA ევროპას აფრთხილებს: რუსეთი ესპანეთზე, საფრანგეთსა თუ იტალიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ერთ-ერთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანაზე — ესპანეთზე, საფრანგეთზე ან იტალიაზე დრონებით შესაძლო თავდასხმას...

პაპუაშვილის ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან დალაგების სურვილს, არამედ ესკალაციის მომზადებას – ხოშტარია

პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან რაიმე დალაგების სურვილს, არამედ ეს არის ესკალაციის მომზადება- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის,...

საზღვარგარეთის ტურები რუსი მოგზაურებისთვის: რუსეთის რკინიგზა სომხეთ-საქართველოს სარკინიგზო კრუიზს აანონსებს

რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის (РЖД) შვილობილი ტურისტული კომპანია „რჟდ ტური“ (РЖД Тур), რომელიც სპეციალიზებულია სარკინიგზო კრუიზებისა და ტურების მოწყობაზე როგორც...

პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია – პესკოვი

ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ამის შესახებ საუბარი...

შესაძლოა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ შათირიშვილ არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" პრეზიდენტს,  მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართონ."ამ ეტაპზე ეს საკითხი...