ხვიჩია მაყაშვილზე: რობერტ სტურუა მართალია, #MeToo კამპანიები არის ბოროტება

იაგო ხვიჩია ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს აფასებს, რომელშიც ის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს. ხვიჩიას აზრით, მსახიობი “მტკიცებულებების გარეშე ტალახს ისვრის”, #MeToo კამპანიები კი ბოროტებაა.

პარტია “გირჩის” ლიდერის თქმით, რუსთაველის თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მართალია, როდესაც მსგავს მხარდამჭერ კამპანიებს “რეპრესიებს” უწოდებს.

“Me too კამპანია აუგორეს მის [რობერტ სტურუას] ერთ-ერთ მსახიობს, მისმა ცოლმა თქვა, რომ 11 წლის წინ მცემდაო, რობერტ სტურუამ [თქვა], 30–იანი წლების რეპრესიები “მოხოდეს” ქალებმაო”. მართალია რობერტ სტურუა, ზოგადად.

Me Too კამპანიები არის ბოროტება იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება თავის დაცვა. სასამართლო პროცესია, სადაც თავის დაცვის საშუალებას არ გაძლევენ, “პროსტა” გლანძღავენ. შეიძლება პირველწყარო მისი სამართლიანი/უსამართლო იყოს, მაგრამ თვითონ ფორმა Me too კამპანიების არის მიუღებელი, ამაზრზენი და ჩემი აზრით, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა გაემიჯნოს.

ცუდი რჩევა მისცეს დაქალებმა, ჩემი აზრით. მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლა ყოფილ ქმარზე, რაც არის ამაზრზენი საქციელი. 11 წლის მერე ამას როცა იწყებ და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, როგორ უნდა იმართლოს მოწინააღმდეგემ თავი, იქნებ გაჩალიჩება გინდა?!”,– აცხადებს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. მსახიობი ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს.

მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა თამთა ინაშვილმა და ბესო ზანგურთან ერთად სპექტაკლში თამაშზე უარს ამბობს.

ნინუცა მაყაშვილი შსს–მ გამოკითხვაზე დაიბარა.

პოპულარული

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ეუთოს კონფერენციაზე მსჯელობენ

2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო...

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის...

საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც წყვეტს მუშაობას, რის მიზეზადაც ხელისუფლების ქმედებებს ასახელებს

2026 წლის 30 სექტემბერს, მმართველი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფრიდრიხ...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

ყველა ამბავი

დაწყებული გამოძიების გამო ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით ჩამოაშორებენ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებს დროებით...

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ არასრულწლოვან შვილიშვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.„შინაგან...

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციის...

მაიამიში ომის დასრულებაზე აშშ-უკრაინის კონფიდენციალური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

დღეს, 9 ოქტომბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში აშშ- უკრაინის უმაღლესი დონის ორდღიანი კონფიდენციალური მოლაპარაკებები იწყება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური...

რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის – მარტა კოსი

"რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის", - ასე მიმართა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა...

მარია ზახაროვა: გაგებით ვეკიდებით საქართველოს მცდელობებს, ააშენოს გარკვეული ბარიერები გარედან თავსმოხვეული დესტრუქციული გავლენების წინააღმდეგ

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ გარეშე აქტორები ცდილობენ საქართველოს ანტირუსულ და საფრთხის შემცველ კამპანიებში ჩაბმას....

ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ს რეისის გადარჩენისთვის ქართველი ებრაელი ექიმი დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე, სამოქალაქო გმირობის უმაღლესი საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა ექვსი მოქალაქე, რომლებმაც...

ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! – ნადირაძე

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი...

უკრაინული დრონების თავდასხმა და ხანძარი Yandex-ის უმსხვილეს მონაცემთა ცენტრში

რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად, ტექნოლოგიური გიგანტის, Yandex-ის მონაცემთა ცენტრში ხანძარი გაჩნდა. კომპანიის...

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.უკრაინის დონეცკის ოლქის...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო " - ამის შესახებ ინფორმაციას, გენერალური პროკურატურა ავრცელებს."თბილისის პროკურატურის საგამოძიებო...