“ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის” – ამის შესახებ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
იოსელიანი ამბობს, რომ არსებულ ვიდეოჩანაწერში გიორგი დავითაძეზე ძალადობა არ ჩანს, დანარჩენი კი გამოძიებით უნდა დადგინდეს.
“ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს. პირველად მსჯავრდებულმა 2025 წლის 26 დეკემბერს მოგვმართა. 26 დეკემბერს, მომართვისთანავე, იმავე დღეს, შევედით პენიტენციურში და მსჯავდებული გამოვკითხეთ. მისი ინფორმაციის საფუძველზე მოვითხოვეთ მის მიერ მითითებული ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელიც ჩვენს მიერ რამდენიმე დღეში შემოწმდა და გადამოწმდა – ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა… ეს არის 2 დღე, 20-21 დეკემბერი. […]
ის, რომ დღეს რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ მე ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის, ხომ, ადამიანი ამბობს, რომ მე გამაუპატიურეს და უთითებს იმ კადრებზე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ.” – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ტვ პირველის ეთერში.


