“ივანიშვილი ხანდაზმულ კაცს პოლიტიკურად შეკერილი საქმით სასიკვდილოდ იმეტებს“ – ნიკა გვარამია მელაშვილის დაკავებაზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დაკავებულ ივერი მელაშვილზე ფეისბუქზე სატატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მეცნიერი აბსურდული და მოგონილი ბრალდებით დააკავა არაფორმალურმა მმართველმა  და ამას ივანიშვილი აკეთებს, იმისთვის, რომ გაუსწორდეს მიხეილ სააკაშვილის.

“ხანდაზმული და პატივცემული, უწესიერესი მეცნიერი დაიჭირა დღეს ბიძინამ სრულიად მოგონილ, წარმოუდგენლად აბსურდულ დავით გარეჯის საქმეზე. ნამდვილი პატრიოტი და ნამდვილი კაცი (ნახეთ ქვემოთ ვიდეო).

ასე, მიშა სააკაშილს გაუსწორდეს ოღონდ, და ხანდაზმულ კაცს პოლიტიკურად შეკერილი საქმით ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებს (გაიხსენეთ, ჟვანიას საქმეზე იგივე რომ ქნა ასევე ხანდაზმული და უწესიერესი და მაღალი რეპუტაციის და კვალიფიკაციის ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ შეეწირა ამ საქმეს), პრაქტიკულად მეორე, პარალელური ტერიტორიული ომის ფრონტს უხსნის უახლოეს მოკავშრე აზერბაიჯანს და ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. სულ მხოლოდ ერთი მიზეზით – არჩევნები არ წააგოს და ამ გზაზე მთავარი წინაღობა, მიშა მოიშოროს.

ოღონდ მაინც გაფარჩაკდებიან არჩევნებში და მე პირადად ამიერიდან ივერი მელაშვილის სახელით და პირველ რიგში მისთვის ვიბრძოლებ ამ დედამოტყნული სვავის წინააღმდეგ.

ივერიის გადასარჩნად, ბატონი ივერის სახელით!

პირველი, რასაც ამ გზაზე ვიზამ, უახლოეს “მთავარი აქცენტებს” ამ საუკუნის სირცხვილ საქმეს და ბატონ ივერის მივუძღვნი. კვირას გვიყურეთ.

ps

ჩვენი ჭეშმარიტად ქრისტიანულად “შემწყნარებელი”, საპატრიარქოც რომ გვერდში ყავს ამოყენებული ამ სიბნელის და არაადამიანობის გასაკეთებლად, ეგეც არ დაგვავიწყდეს.“– წერს ნიკა გვარამია და ფეისბუქზე ოპოზიციასაც მიმართავს:

“ძვირფასო ოპოზიციავ,
სამეცნიერო საზოგადოებავ,
და ზოგადად, ქართველებო!

ან მიტინგით, ან რაიმე სხვა ფორმით გააპროტესტეთ ივერი მელაშვილის ტყვეობაში აყვანა და ზოგადად ეს სამარცხვინო ანტისახელმწიფოებრივი შეკერილი საქმე!

შეუძლებელია ასე გაგრძელება! და ვინც თავისუფლად ვსუნთქავო, ისევ იძახის, ის ალბათ პრ**ით სუნთქვის რაიმე სპეცტექნიკას ფლობს და მხოლოდ რწყევის ღირსია!

ქოცობა ტეხავს!
ქოცობა სირცხვილია!
ქოცობა ქვეყნის მტრობაა!

ივერიისთვის, ბატონი ივერის სახელით! “

შეგახსენებთ ივერი მელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში სადელიმიტაციო კომისიის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, პროკურატურამ დღეს დააკავა. ივერი მელაშვილის გარდა, დაკავებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი. (ნატალია ილიჩოვა). პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავაბამდე მელაშვილი ამბობდა, რომ ესსაქმე წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.