მამას მიკლავენ, ხალხო! მიაწვდინეთ ხმა გახარიას – რას ყვება მოქალაქე

ბათუმში მცხოვრები ქალი წერს, რომ მამას უყურადღებობის გამო რეფერალურ საავადმყოფოში უკლავენ.

“არასდროს მითხოვია არავისთვის დახმარება და არც არასდროს დამიწერია მსგავსი პოსტი – მამას მიკლავენ ხალხოო!!!! ახლა გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა ბატონ გახარიას, როგორმე რომ გაიგოს ეს ყველაფერი… და ჩემსავით ის ტკივილი არგადაიტანონ, რაც მე გადავიტანე… მამა ცოცხალი გამომაყვანინეთ რეფერალური საავადმყოფოდან, მეტი არაფერი მინდაა…”,– წერს ბერიძე.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მათთან გამოძახებიდან 11 საათის შემდეგ მივიდა, ამის შემდეგ საათ–ნახევარი არკვევდნენ, სად უნდა გადაეყვანათ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი.

“გუშინ საღამოს, 6 საათზე გამოვიძახეთ სასწრაფო, მეორე დღეს გამთენიის 5–ის ნახევარზე მოაღწია ჩვენთან 11 საათიანი ლოდინის შემდეგ… (3 საათი სასწრაფოს დაგვიანებას არაუშავს და 11 საათიც არაუშავს? ) საათ–ნახევარი სასწრაფო ჩვენთან იყო და არკვევდა, რომელი სავადმყოფო მიიღებდა (აქვე გეტყვით, მამას 5 წლის უკან გაკეთებული აქვს შუტირება გულზე, აქვს შაქარი, არის ინსულინზე, ერთ ფეხზე ტერფი მოჭრილი აქვს, მეორე ფეხზე 2 თითი აქვს დარჩენილი) ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა საავადმყოფოს ეშინია და გაიძახიან ადგილი არააო… და ამ დროს ბატონი გახარია გამოდის ტელევიზიაში და ბათუმში 800–მდე ადგილიაო, სადაა ადგილი?”,– ყვება მძიმე პაციენტის შვილი.

ბერიძე წერს, რომ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფიში მამამისი არ მიიღეს, რადგან ადგილები არ ჰქონდათ.

“მოვიყვანეთ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და 20 წთ ზუსტად ემერჯენსის შესასვლელთან ყავდათ ისე რო კაციშვილს არ გამოუხედავს რა მდგომარეობაში იყო პაციენტი. ექიმი შევიდა, ადგილი არ გვაქვსო, სხაგან წაიყვანეთო, ამ დროს მე ვარ სახლში, მირეკავს დედაჩემი, სასწრაფოს მანქანაში ვზივართ, ჟანგბადი დაუმთავრდათ ამათო, მამაშენი ხელებში მაკვდებაო (ალბათ ხვდებით ჩემს რეაქციას, რა დღეში ჩავვარდებოდი, აქვე დავამატებ იმას, მამაჩემი სახლიდან საკაცით კი არა, სკამით ჩავიყვანეთ, მეზობლები ვაღვიძეთ და მათ ვეხვეწეთ რომ ჩაეყვანათ, არც დამხმარე ბრიგადა და არავინ ყოლიათ)”,– წერს ფეისბუქზე სალო ბერიძე.

მისივე თქმით, თვითონ მივიდა რეფერალურ საავადმყოფოში და როცა ყვირილი დაიწყო, მაშინ “გაჩნდა” რეანიმაციაში ადგილი.

“ამდროს 7–ის ნახევარია, ვდგები და მოვდივარ რეფერალურ სავადმყოფოში, მამაჩემს ვუყურებ, უკვე კვდება, ცუდადაა, სახეზე ფერი აღარ აქვს… სიმწრისკან ემერჯენსის შესასვლელში შევედი და კაციშვილი არ იყო, დავიწყე ბოლო ხმაზე ღრიალი, გინება, ადამიანის ფორმიდან გამოვძვერი, გავმწარდი მამას მიკლავდნენ და ექიმები არაფერს აკეთებდნენ პაციენტისთვის, არც კი შეუხედავთ… სანამ არ ვლანძღე, ვაგინე, არ გავგიჟდი, იქამდე არ შეიყვანეს.. ჰოი საოცრებავ, ამ დროს რეანიმაციაში ამ კონცერტის მერე ჩნდება ადგილი და ოღონდ დამშვიდდი და შევიყვანთ ახლავეო. ჩემი კივილიდან ჩემი ღრიალიდან გინებიდან ზუსტად 5 წთში რეაგირება მოახდინეს. მამაჩემი ახლა რეანიმაციაში წევს…”,– ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, დარწმუნებული არ არის, რომ მამამისი მართლაც დააწვინეს, ასევე, არ იცის, ცოცხალია თუ არა, რადგან არავისი სჯერა.

“გამოდის ექიმი და გვეუბნება, პაციენტი ძაან მძიმედაა და ელოდეთ ყველაფერს… ვსვამ კითხვას ექიმთან, ადგილი თუ არ იყო სანამ სცენები არ დავდგი მერე როგორ გამოჩნდა? რეაგირება მოახდინეთ ამ ყველაფერზე, გთხოვთ, მამაჩემი ცოცხალი გამომაყვანინეთ რეფერალური საავადმყოფოდან. მაპატიეთ თუ არეულად მიწერია ყველაფერი, მაგრამ ალბათ ჩემი სათქმელი და ჩემი ტკივილი ზუსტად გაიგეთ. დამეხმარეთ რომ თქვენც არ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში.

ამ პოსტის მიზანი რა არის, ალბათ ხვდებით, რომ მამის ცოცხლად გამოყვანა მინდა რეფერალური სავადმყოფოდან, რომელიც არის სასაკლაო აქ, ხალხს ბრმანაწლავის გამო კლავენ ხალხოოო… დაა მინდააამ რომ ყველამ იცოდეს რეალურად რა ხდება ბათუმში და არანაირი 800 ადგილი და 1000 ადგილი არ არსებობს. თუ პატრონი არ გყავს ყველას ფეხებზე კიდიხარ. ესააა მწარე რეალობაა..”,– წერს მძიმე პაციენტის შვილი.