ოცნების მმართველობა 9 წლის თავზე, მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე – მეზვრიშვილი

“ოცნების მმართველობის შედეგი 9 წლის თავზე: მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე”- ასე ეხმაურება, პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი, გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება.

“ამ უმძიმეს კადრებზე ორი რამ შემიძლია ვთქვა:

1. ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ რიგითი პოლიციელია დასასჯელი, ცდება. სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის მსგავსი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის დამცველი პოლიციელის იმიჯი და ზოგადად პოლიციის რეფორმა დიდი ხანია აღარაა პრიორიტეტი.

2. ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ასეთი ძალადობისთვის მწვანე შუქი იყო. 1 მარტიდან მსგავს ძალადობას ობიექტური და დამოუკიდებელი გამომძიებელიც აღარ ეყოლება, ვინაიდან ძალადობის აღმკვეთი ერთადერთი უწყება ოცნებამ გააუქმა.

ოცნების მმართველობის შედეგი 9 წლის თავზე: მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე.” – წერს მეზვრიშვილი.