“სააკაშვილის შემთხვევაში ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე. თუ საქართველოში შეუძლებელი იქნება მისი თავისუფლების პირობებში რეაბილიტაცია, რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა და სრულფასოვანი ფსიქორეაბილიტაცია”– მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს ტექსტი ექსპრეზიდენტის მკურნალ ექიმს, ნინო გოგორიშვილს ეკუთვნის.
“ეს არ არის არც ჩემი, არც კონსილიუმების პოზიცია, ეს არის მკურნალი ექიმის პოზიცია, რომელიც გვეუბნება, რომ შემთხვევა ჰქონდა წამების შემდგომ სტრესულ მდგომარეობას და მისი რეაბილიტაცია საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში და ეს რომ თავისუფლების პირობები არ არის, გასაგებია.
თუ თავისუფლების პირობებში ეს არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა, ამას ამბობს მისი მკურნალი ექიმი”,– ამბობს ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე შეფასებით, ექიმის ტექსტი არის წამებისა და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტის დადასტურება.