მძევალი ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომელიც მთავარი არხის ეთერში ჩაერთო ამბობს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი შეიარაღებულია, მას აქვს ავტომატი, პისტოლეტი და გახსნილი აქვს ხელყუმბარა, შესაბამისად ძალისმიერი ჩარევა შესაძლოა მძევლებისთვის მძიმედ დასრულდეს.
თავდამსხმელმა მძევლის საშუალებით წამოაყენა მოთხოვნა – 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ 500 ათას დოლარს გადაუხდიან, ძალოვანები ძალას არ გამოიყენებენ და ტერიტორიას უსაფრთხოდ დაატოვებინებენ, თავდმსხმელი ამბობს, რომ ის მძევლების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.