საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა. გარდაცვლილთა რიცხვი 48–მდე გაიზარდა.

ამასთან, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 992 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.