ფულს უკეთესში რაში დავხარჯავთ? – ხაბეიშვილი სკოლებში უფასო კვებაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება ნიკა მელიას დაპირებას თბილისის სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს დაახლოებით 50-70 მილიონი დაჯდება.

მისი თქმით, “ფული არ მოტყდება”, რითაც გამოთავისუფლდება კვებაში დასახარჯი თანხა.

“უფასო კვება დედაქალაქის სკოლებში ბიუჯეტს დაუჯდება წელიწადში 50-70 მილიონი ლარი და გამოიკვებება 150 000-მდე ბავშვი. რა არის ამაში წარმოუდგენელი და არანორმალური? ზუსტად იმდენივე, რამდენიც კალაძემ ავტობუსების მხოლოდ ერთი ტენდერიდან “მოტეხა”.

არ მოტყდება ფული და მივა მოსახლეობამდე. უკეთესში რაში დავხარჯავთ? სკოლის კვებაში ამდენი თანხაო და 265 მილიონი ლარი ფეხბურთისთვის რომ დაიხარჯა უკანასკნელ
წელიწადში, რა მივიღეთ? აი ეგ არის წყალში და კობიაშვილ-კალაძის ჯიბეში გადაყრილი მილიონები”,- წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების II ტურამდე ორი კვირით ადრე თბილისში გამოჩნდა ნიკა მელიას ბანერები, რომელზეც წერია დაპირება – “უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში”.

პოპულარული

არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი – მეცოლა

"არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა...

ლიეტუვასა და ლატვიაში ცაში უცნობი ობიექტის გამო განგაში გამოცხადდა

ლიეტუვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში, ლატვიის საზღვართან ახლოს მდებარე...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული...

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს...

რუსეთმა კიევზე მორიგი მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა

13-14 ოქტომბრის ღამესა და გამთენიისას, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართული იერიში...

ყველა ამბავი

ადამ კადიროვმა თავის შეიარაღებულ რაზმში ჩეჩნური ელიტის შვილები აიყვანა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, შექმნა შეიარაღებული დანაყოფი, რომლის წევრთა ნახევარზე მეტს მისი ნათესავები, ასევე...

რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა მუდმივად ცდილობს [სანაია] დაატყვეოს – ხაბეიშვილი

რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს, შემდეგ უდიდესი ტრაგედია დაატეხეს თავს. ახლა რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა არ...

ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად იურისტობაც დასრულდეს: მანანა კობახიძე

ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს -...

ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს – ვოლსკი

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან დანაშაულის ფაქტი რეალურია, გადაღებულია...

სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა შვილის, პრესლი გერბერის, გარდაცვალებაზე

სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა პირველად საჯაროდ ისაუბრა თავისი შვილის, პრესლი გერბერის გარდაცვალებაზე. 27 წლის გერბერი 20 სექტემბერს კალიფორნიის სარეაბილიტაციო ცენტრში...

მიგრანტებმა საფრანგეთი ხელში ჩაიგდეს – უნდა ჩაკეტონ საზღვრები – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.„მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი. სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები!”- დაწერა ტრამპმა Truth...

სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია და მედიის ჩახშობა – ევროკავშირი ოპოზიციის გაუქმების მცდელობასა და ვახო სანაიას დაკავებას გმობს

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ სარჩელებს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ, მათ შორის, რა თქმა უნდა, უახლეს მოვლენებს საქართველოს...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა."ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებით...

თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს – პაპუაშვილი სანაიაზე

"თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს"-,,ოცნების" თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით 30-დღიანი პატიმრობის...

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდება

კორუფციაში ბრალდებული ექს-პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.საქმის განხილვა, მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ღია რეჟიმში ჩატარდება,...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით,...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება – აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად...