ქუთაისში “ევროპული საქართველოს” წევრის ავტომობილი დააზიანეს

ქუთაისში “ევროპული საქართველოს” წევრის ავტომობილი დააზიანეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილს ჩამსხვრეული აქვს მინები.

„ჩვენი აქტივისტის ავტომობილია. დილით ნახა, რომ ჩამსხვრეულია მინები, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პოლიტიკურ აქტიურობას. თბილისში ვიყავით აქციაზე და გუშინ ასეთი რამ მოხდა“, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

თაბუკაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.