“ყოველ დილით რუსეთს უთხარი, შენ ხარ ოკუპანტი” – პარლამენტთან აქცია გაიმართა

“ყოველ დილით რუსეთს უთხარი, შენ ხარ ოკუპანტი”,– ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან გააპროტესტეს ქართული ოცნების მიერ შედგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. მათ უკრაინას სოლიდარობა გამოუაცხადეს.

მმართველი პარტიის რეზოლუციას მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. პარტია დროამ დღეს მოამზადა ალტერნატიული რეზოლუცია და პარტიებს მოუწოდა, მას შეუერთდნენ.

“დროას” რეზოლუციას ამ დროისთვის უკვე შეუერთდა “რესპუბლიკური პარტია” და “სტრატეგია აღმაშენებელი.