გირჩის ლიდერის და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საჯარო აქტივობებს წყვეტს.
“კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ”,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1595 შემთხვევა დადასტურდა.