“ძალიან სასაცილო თემაა ესა. მე ჩემს Facebook-ში შევედი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, შევედი “სეთინგებში”, მაინტერესებდა რაღაცები და შემთხვევით ეტყობა დამეჭირა ხელი რაღაცაზე და ეს იყო got married (დაქორწინდა), ეს იყო ზუსტად 10-15 წუთი.
ამაზე მთელი თემა დაიწერა და მთელი გადაცემები მიეძღვნა, რომ თურმე ელისო ბოლქვაძე 10-15 წუთით თუ ნახევარი საათით დაქორწინდა და მერე აღარ დაქორწინდა. არ ვიცი, რა მოხდა მერე, მაგრამ ნახევარ საათში ეს ინფორმაცია აღარ იყო. იმდენი რეკვა და იმდენი ესემესი მივიღე, იმდენი გაოცებული ადამიანი მილოცავდა და რას მილოცავდა, ვერ მივხვდი კარგად.
ვინ აღარ მომილოცა, მეგობრები, დეპუტატები, ყველა და “რამე ხომ არ გამოგვრჩა”… ყველა იყო გაოცებული”
ამბობს უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე.