რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” ხელშეკრულება დაამტკიცა
ე.წ. ხელშეკრულება“ „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, “მხარეები”, სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმდნენ ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე, ასევე განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე.
ხელშეკრულება დუმას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა, რომელმაც დოკუმენტს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტ ლიდერთან ალან გაგლოევთან ერთად, მოსკოვში, 9 მაისს მოაწერა ხელი.















