”ახალი სეზონიდან შევხვდებით TV პირველის ეთერში! ” – ვანო ჯავახიშვილი

ტელეწამყვანი ვანო ჯავახიშვილი აცხადებს, რომ გადაცემა „ვანოს შოუ” ფინანსური კრიზისის გამო ახალი სეზონიდან “მთავარი არხის” ნაცვლად, ტელეკომპანია პირველის ეთერში გავა. ამის შესახებ ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

”მოგესალმებით, როგორც იცით მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ს ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს “ტვ პირველის” ეთერში,იგივე დღეს და იგივე დროს” – წერს ვანო ჯავახიშვილი.