სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვა ახლა შეუძლებელია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლის განბლოკვა სამხედრო გზით ახლა შეუძლებელია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კანადის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ქალაქ მარიუპოლის განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია. დღეს ეს შეუძლებელია. ეს არ არის აზრები, ეს არის ჩვენი ჯარის ხელმძღვანელობის დასკვნები.

რუსეთი ცვლის სამხედროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პატიმრები არიან – პატიმრებში. აი, ასეთი სიტუაციაა. ეს არის პასუხი, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციიდან. სხვა პასუხები არ არსებობს”,– თქვა მან.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინის ჯარებს უფრო მძიმე იარაღი სჭირდებათ მარიუპოლის სამხედრო განბლოკვისთვის, რაც ამ ეტაპზე არ აქვთ.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას დიპლომატიური გზით.

პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ ძალისხმევას წევენ, რათა შესაძლებელი გახდეს მარიუპოლის სამხედრო დებლოკადა უახლოეს მომავალში.