ტრამპი: სულ მარტო ვარ მე საწყალი

spot_imgspot_img

{{ARTICLEIMAGE}}
“სულ მარტო ვარ (მე საწყალი) თეთრ სახლში, ველოდები დემოკრატების დაბრუნებას და შეთანხმებას”, – ტვიტერში გამოქვეყნებული ეს სტატუსი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის. პრეზიდენტის ეს პოსტი საბიუჯეტო უთანხმოების გამო შექმნილ კრიზისს უკავშირდება. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტს და კონგრესს შორის არსებული საბიუჯეტო უთანხმოების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დიდი ნაწილი მეოთხე დღეა დახურულია. 800 000 ფედერალური თანამშრომელი სამსახურში აღარ დადის და ჯერჯერობით არავინ იცის, სადამდე შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელდეს.

მუშაობას აგრძელებს მხოლოდ საგანგებო სამსახურები, ეროვნულ და საჯარო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებები. თუმცა, ამ უწყებების თანამშრომლებს ხელფასს არ გადაუხდიან, ვიდრე ბიუჯეტი არ დამტკიცდება და შესაბამისად, მთავრობა დახურული იქნება.

“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესის დემოკრატები ერთმანეთისკენ თითის გაშვერას აგრძელებენ და მთავრობის დახურვის მეოთხე დღესაც კი საბიუჯეტო რეზოლუციასთან ახლოს არ არიან. დემოკრატები პრეზიდენტს “ქვეყნის ქაოსში ჩაფლობას” აბრალებენ. ტრამპი კი ამბობს, რომ დემოკრატთა წინააღმდეგობა “უნდა დასრულდეს”.

“პრეზიდენტს [მთავრობის] დახურვა უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აღარ იცის, როგორ გამოვიდეს შექმნილი ვითარებიდან” – დაწერეს ერთობლივ განცხადებაში ჩაკ შუმერმა, სენატის უმცირესობის ლიდერმა და ნენსი პელოსიმ, კონგრესის უმრავლესობის სავარაუდო მომავალმა ლიდერმა. განცხადებაში ისინი საფონდო ბირჟაზე მომხდარ მკვეთრ ვარდნას პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, ასევე საუბრობენ მის მიერ “გაჩაღებულ” ომზე ამერიკის ცენტრალურ ბანკთან (ფედერალური რეზერვის საბჭოსთან), თავდაცვის მდივნის, გენერალ ჯიმ მატისის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და სხვა მიმდინარე მოვლენებზე, რამაც მათი თქმით, ქვეყანას “ქაოსისკენ” უბიძგა.

პრეზიდენტი ტრამპი ბიუჯეტის დამტკიცების პირობად, 5 მილიარდი დოლარით მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვს, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. დემოკრატები კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის 1.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას უჭერენ მხარს. ტრამპს მთავრობის დახურვის გამო, ფლორიდაში საშობაო მოგზაურობის და შვებულების გაუქმება მოუწია. “სულ მარტო ვარ (მე საწყალი) თეთრ სახლში, ველოდები დემოკრატების დაბრუნებას და შეთანხმებას” – დაწერა პრეზიდენტმა გუშინ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”. მისი თქმით, “რაღაც მომენტში, დემოკრატების მხრიდან შეთანხმებაზე უარის სურვილი ჩვენს ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე სასაზღვრო კედელი, რომელზეც ვსაუბრობთ. სიგიჟეა”,წერია ამერიკის ხმის სტატიაში.


ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე “დემოკრატები” კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ.

“ეს არის ბარიერი იმ ხალხისგან, ვინც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოდის, ეს არის ბარიერი ნარკოტიკების წინააღმდეგ. თუ ჩვენ კედელი არ გვექნება, მუშაობას არ გავანახლებთ”, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს – ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს!დამოუკიდებლობა ერის...

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“...

იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა – კალაძე ღარიბაშვილზე

"იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა" - აცხადებს კახა...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა"...
spot_img

ყველა ამბავი

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...