რუსეთის მასირებული შეტევა კიევზე: დაიღუპა 13 ადამიანი

spot_imgspot_img

კიევი ოთხშაბათის, 1 ივლისის გვიანი საღამოდან რუსეთის მასირებული სარაკეტო და დრონებით შეტევის სამიზნე გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მინიმუმ 56 კი დაშავდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოსა და ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსები, სასწრაფო დახმარების ქვესადგური და სასტუმრო.

შევჩენკოს რაიონში დარტყმის ქვეშ მოყვა სასწრაფო დახმარების ქვესადგური. დაშავებულებს შორის სულ მცირე ხუთი ადამიანი სასწრაფოს მძღოლი და მედიკოსია. კლიჩკოს თქმით, ამავე რაიონში ხანძარი გაჩნდა სასტუმროს სახურავსა და ბაზრობაზე.

გოლოსეევსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი იწვის. დესნიანსკის რაიონში დაზიანდა 9-სართულიანი სახლი, რის გამოც ადამიანები შენობაში აღმოჩნდნენ ჩაკეტილები. იქვე ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებიც კერძო სახლთან ახლოს.

დარნიცკის რაიონში ერთ-ერთ ბინაში ადამიანები ჩაკეტილები აღმოჩნდნენ. ამავე რაიონში ნაწილობრივ ჩამოინგრა ხუთსართულიანი შენობა და რამდენიმე კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, დაზიანებები და ნგრევა დაფიქსირდა კიევის ყველა რაიონში, 30-ზე მეტ ლოკაციაზე. ხანძრები გაჩნდა სოლომენსკისა და სვიატოშინოს რაიონებშიც, დარტყმები კი ობოლონისა და პოდოლის რაიონებზეც განხორციელდა.

ტკაჩენკომ კიევზე შეტევის დაწყების შესახებ პირველი შეტყობინება Telegram-არხზე ადგილობრივი დროით 20:43-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, დრონები დედაქალაქს რამდენიმე მიმართულებიდან უახლოვდებოდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე „შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის იარაღით“ მიიტანეს დარტყმა. მოსკოვის მტკიცებით, ეს იყო პასუხი „სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ტერორისტულ თავდასხმებზე“.

რუსეთის თავდაცვის უწყება ასევე ამტკიცებს, რომ კიევსა და კიევის ოლქში დარტყმები განხორციელდა სამხედრო მრეწველობის საწარმოებსა და საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე, ხოლო დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში — სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთის შესაძლო მასირებული შეტევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივლისის საღამოს გააფრთხილა. ის იმ დროს დუბლინში იმყოფებოდა, სადაც ირლანდიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა. ზელენსკიმ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინაზე რუსეთის შესაძლო მასირებული დარტყმის შესახებ განაცხადა.

მონიტორინგის რესურსებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ საფრთხედ სახელდებოდა კიევი და კიევის ოლქი, ასევე დნეპრო და დნეპროპეტროვსკის ოლქი. მიზეზად ის დასახელდა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში ობიექტების აქტიურ დაზვერვას აწარმოებდა.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ღამის გატარება მეტროში გადაწყვიტეს, რათა შესაძლო დარტყმებს შეფარებოდნენ. დედაქალაქში საჰაერო განგაში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო ღამის შემდეგ ეტაპზე სარაკეტო შეტევასაც ელოდნენ.

spot_imgspot_img

პოპულარული

ირანი გეგმავს 15 000 კილომეტრის სიშორის ბალისტიკური რაკეტის შექმნას, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია

ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ-ნაბი მუსავი ფარდმა, პარასკევის ლოცვის...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის...

ჯო ბაიდენის სიმსივნე პროგრესირებს – ამის შესახებ მისმა შვილმა განაცხადა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პროსტატის კიბომ მრავლობითი მეტასტაზები...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის...

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...

“მნიშვნელოვანი უკუსვლა“– ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობაზე

ევროკავშირმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა....
spot_img

ყველა ამბავი

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...