შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე მოლაპარაკებების თხოვნით – სააკაშვილი

spot_imgspot_img

შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე თავისი მოლაპარაკებების თხოვნით, პატიმართა შეწყალების ხვეწნით, არჩევნების იმედის გამოხატვით. რაც მეტს ვიხვეწებით, მით ვერაფერს მივიღებთ.  – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ვნახე წარმატებული საპროტესტო აქცია, რომელზეც გამოვიდა საზოგადოების აქტიური ნაწილი და მინდა ჩემი აზრები გაგიზიაროთ იმაზე თუ როგორ ვიმოქმედოთ დღეიდან ახლა თვითკმაყოფილების კი არა ბევრად მეტი მოქმედების დროა.

ჯერ მინდა მოგიყვეთ 25 მაისის სასამართლოზე, რომელზეც წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მომიწყვეს, სუსის ოდეერის, ვინმე ლაშას (რომელიც დედაჩემს სისხლს უშრობდა „ვივამედში“ დამამცირებელი ჩხრეკით და სხვა პროცედურებით) ხელმძღვანელობით.

ჯერ „ქოც-მოსამართლემ“ დემონსტრაციულად დაიგვიანა და დიდი დროის გატარება მომიწია ბინძურ ვიწრო ლოდინის საკანში, შემდეგ დარბაზში შესვლის შემდეგ შეეცადნენ ხელი შეეშალათ რათა ხელი არ ჩამომერთვა ადვოკატებისთვის. შემდეგ „ქოც-მოსამართლემ“ უარი მითხრა სიტყვის მოცემაზე და შეშინებულმა სასწრაფოდ დახურა სხდომა და გაიქცა.

მე კი ამ დროს მაინც ავიღე სიტყვა ჯერ ქართულად და შემდეგ უკრაინულად და ამ დროს მეცა ათამდე ბადრაგი გასათრევად. მიუხედავად ძალებში დიდი უთანასწორობისა, მე კარგად შევეწინააღმდეგე და ძალიან დიდხანს მოუწიათ ჩემი ჯაჯგური. ნუ ეს ყველაფერი გაკეთდა, მათი ჭკუით, 26 მაისის წინ ჩემი დამცირებისთვის.

რატომ გიყვებით ამას? – იმიტომ, რომ დროა საბოლოოდ მივხვდეთ, რომ ყაჩაღ დიქტატორზე არ მოქმედებს არანაირი შეწყალების მუდარა, ჰუმანიზმს ის განიხილავს სისუსტედ, პოლიტიკურ კოლაბორაციონისტებს ჯერ იყენებს, მაგრამ შემდეგ მოისვრის ხოლმე.

მას, ისევე როგორც მის პატრონს მოსკოვში, ესმის მხოლოდ ერთი ენა – ორგანიზებული წინააღმდეგობიდან წარმოშობილი ძალის ენა.

ამასწინათ ძალიან გონიერმა ნუცა ბათიაშვილმა თქვა ძალიან ზუსტად, ივანიშვილმა გაუპატიურებისკენ მიდრეკილების მქონე მოძალადე მტრის წინაშე გააშიშვლა საქართველო, მაგრამ მე მინდა ამას დავუმატო, რომ ზუსტად ასევე შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე თავისი მოლაპარაკებების თხოვნით, პატიმართა შეწყალების ხვეწნით, არჩევნების იმედის გამოხატვით. რაც მეტს ვიხვეწებით, მით ვერაფერს მივიღებთ. ეს ხვეწნა-მუდარა მხოლოდ სადისტურ სიამოვნებას ანიჭებს დიქტატორს.

არადა ჩვენ ვართ ერი, რომლის საყვარელ სიმღერაში არის სიტყვები „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა”, რომლის ერთმა წარმომადგენელმა, საჩინო ბარათაშვილმა, სოლოლაკის კლდის მსგავსი კლდიდან გადმოისროლა მოღალატე ყორღანაშვილი, ნუთუ ახლა დავედით გაუპატიურების იდეალური მსხვერპლის დონეზე? იმ ხალხის წინაშე, რომელთა ლოზუნგია „ნულოვანი თანაგრძნობა”. უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა. და ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ის ერი არ არის თავისუფლების ღირსი, რომელიც გათავისუფლებას მუდმივად უცხოეთიდან ელოდება, ამერიკიდან, ევროპიდან, უკრაინიდან.

ერთადერთი რითაც შევძლებთ თავის დახსნას არის გაბედული ადამიანების მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობა, რომელიც შეძლებს მოძალადეებს არ აცემინოს, არ დააჭერინოს, არ დააჩაგვრინოს თავი. ეს წინააღმდეგობა უნდა წარმოებდეს ყველა დონეზე. მე ჩემის მხრივ უარი ვთქვი სასამართლოში ცხვარივით გაყოლაზე და ბოლომდე ვიბრძოლე, მიუხედავად ჩალურჯებული სხეულისა.

სხვებმა უნდა გაწიონ წინააღმდეგობა სოფელში მიწის მიმტაცებელი ფეოდალების, ქალაქში კორუმპირებული მერების და ეროვნულ დონეზე ხელისუფლების უზურპატორი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ. უნდა შეწყდეს უნივერსიტეტის კიბეზე პატიმრობის მომლოდინე სტუდენტი გოგოს უბრძოლველად გატანება, აქციების დროს მოძალადეებისთვის ხალხის ცემის საშუალების მიცემა და შემდეგ ამ ნაცემი ხალხის გაქცევა, იმის მაგივრად, რომ მოძალადეები გააქციონ. არ ვიცი შეიძლება ჩემი უკრაინული ბექგრაუნდი მალაპარაკებდეს, მაგრამ ხალხმა უნდა შეწყვიტოს ცხვარივით დასაკლავად სვლა.

და ის რომ ივანიშვილი და რუსები ხალხის და ქვეყნის საბოლოოდ განადგურებას აპირებენ, ეს მხოლოდ ძალიან ჭკუასუსტებშიღა იწვევს ეჭვს. სხვა ანალოგია, რომ მოვიხმაროთ – კამიკაძე ტერორისტებს გატაცებული ჰყავთ თვითმფრინავი და აპირებენ მიწაზე დახეთქებას. ამ დროს რა უნდა ქნან მგზავრებმა, სიკვდილის შიშით თავის ადგილებზე დარჩნენ თუ დაორგანიზდნენ და გაკოჭონ გამტაცებლები და დასვან თვითმფრინავი უსაფრთხოდ.

და ნუ დავიწყებთ იმის ძახილს, რომ ჩვენი ხალხი ამისთვის არ ვარგა. თავად შექმენით თავიდან ორგანიზებული წინააღმდეგობის უჯრედი ჯერ თქვენს სამ მეგობართან, მერე სამეზობლოსთან, მერე ბევრად ფართო წრესთან ერთად და აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი ვართ და ძალიან დიდი ძალა გვაქვს.

საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ხალხის ძალა – ხვეწნის ნაცვლად!” – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img

პოპულარული

„ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმე: აშშ-ის სასამართლომ ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სანქცირებული ნავთობტანკერ...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის...

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC)...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის...
spot_img

ყველა ამბავი

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...