12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა–სად დაიფარება მზე მთლიანად და ვინ ნახავს იშვიათ სანახაობას

12 აგვისტოს დედამიწის რამდენიმე რეგიონში დღისით ცა რამდენიმე წუთით უჩვეულოდ შეიცვლება — მთვარე მზეს მთლიანად გადაეფარება და მზის სრული დაბნელება მოხდება. სრული ფაზა მხოლოდ ვიწრო ზოლიდან იქნება ხილული, თუმცა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის დიდ ნაწილში ადამიანები მზის ნაწილობრივ დაბნელებას ნახავენ.

2026 წლის 12 აგვისტოს დაბნელების სრული ფაზის ზოლი ჩრდილოეთ რუსეთიდან დაიწყება, შემდეგ გრენლანდიასა და ისლანდიას გადაკვეთს, ატლანტის ოკეანეს გაივლის და ესპანეთს მიაღწევს. სრული დაბნელება ხილული იქნება ასევე პორტუგალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში მზე მთლიანად ორ წუთზე ცოტა მეტხანს დაიფარება, ხოლო მაქსიმალური სრული ფაზა ორ-ნახევარ წუთზე ნაკლები გაგრძელდება.

რა მოხდება ცაზე?

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა და მზის სინათლეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს.

სრული დაბნელების დროს მთვარის დისკო მზის დისკოს მთლიანად ეფარება. რამდენიმე წუთით ცა ბნელდება და ხილული ხდება მზის კორონა — მზის ატმოსფეროს გარე, მკრთალი ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ მზის ზედაპირის ძლიერი ნათება ფარავს.

მაგრამ სრული დაბნელების სანახავად სწორ ადგილას ყოფნა აუცილებელია. დედამიწის ზედაპირზე მთვარის სრული ჩრდილი — უმბრა – შედარებით ვიწრო ზოლს ქმნის. ვინც მის გარეთ, ნახევარჩრდილის – პენუმბრის – ტერიტორიაზე აღმოჩნდება, მზის მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელებას დაინახავს.

ამ შემთხვევაში მზე შეიძლება უზარმაზარ ნამგალს დაემსგავსოს: მთვარე მისი დისკოს ნაწილს „მოაჭრის“, მაგრამ მთლიანად ვერ დაფარავს.

ევროპაში მზე “დაბნელებული ჩავა“

ევროპისთვის წლევანდელი მოვლენა განსაკუთრებით ეფექტური იქნება იმის გამოც, რომ ბევრ ქვეყანაში დაბნელება საღამოს, მზის ჩასვლის წინ მოხდება.

ესპანეთში სრული დაბნელება სწორედ მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე იქნება. სხვა ევროპულ ქალაქებში კი მზე ნაწილობრივ დაიფარება: პარიზში მაქსიმალურ ფაზაზე მზის დისკოს დაახლოებით 92%, ლონდონში — 91%, მილანში — 92%, ბერლინში — 85%, ოსლოში — 83% დაიფარება. მადრიდსა და ბარსელონაში მაჩვენებელი დაახლოებით 99%-ს მიაღწევს, თუმცა ქალაქების მდებარეობიდან გამომდინარე იქ სრული ფაზა ყველგან არ იქნება.

ჩრდილოეთ აფრიკაშიც სანახაობა შთამბეჭდავი იქნება — მაგალითად, ალჟირში მზის დისკოს დაახლოებით 96%, კასაბლანკაში კი 87% დაიფარება.

ჩრდილოეთ რუსეთში სრული დაბნელების ზოლი პოლარული განედების გავლით გაივლის, სადაც აგვისტოში მზე ღამის საათებშიც ჰორიზონტზე შეიძლება დარჩეს. NASA-ს გამოთვლებით, მთვარის სრული ჩრდილის გზა სწორედ რუსეთის არქტიკული რეგიონიდან დაიწყება და შემდეგ გრენლანდიის მიმართულებით გადავა.

გამოჩნდება თუ არა 12 აგვისტოს დაბნელება საქართველოდან?

არა. თბილისიდან და საქართველოს ტერიტორიიდან 12 აგვისტოს მზის დაბნელება ხილული არ იქნება. თბილისის შემდეგი ხილული მზის დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება და ის ნაწილობრივი იქნება. მანამდე, 2026 წლის 28 აგვისტოს, საქართველოდან მთვარის ნახევარჩრდილოვანი დაბნელების ნახვა იქნება შესაძლებელი.

თუმცა მათთვის, ვინც 12 აგვისტოს მოვლენას პირდაპირ ვერ დააკვირდება, მზის სრული დაბნელების ონლაინ ტრანსლაციებიც იქნება ხელმისაწვდომი.

რატომ ხდება სრული, ნაწილობრივი და რგოლისებრი დაბნელება?

ყველა მზის დაბნელება ერთნაირი არ არის.

სრული დაბნელებისას მთვარე მზის ხილულ დისკოს მთლიანად ფარავს.

ნაწილობრივი დაბნელებისას მთვარე მზის მხოლოდ ნაწილს ფარავს და მზე ნამგლის ფორმას იღებს.

არსებობს რგოლისებრი დაბნელებაც. მთვარის ორბიტა იდეალურად წრიული არ არის და დედამიწიდან მისი მანძილი იცვლება. როდესაც დაბნელების მომენტში მთვარე შედარებით შორსაა, ცაზე უფრო პატარა ჩანს და მზის დისკოს მთლიანად ვეღარ ფარავს. შედეგად, მთვარის გარშემო მზის კაშკაშა რგოლი რჩება.

ეს ყველაფერი განსხვავდება მთვარის დაბნელებისგან — იქ უკვე დედამიწა ხვდება მზესა და მთვარეს შორის და მისი ჩრდილი მთვარეზე ეცემა.

ყველაზე მნიშვნელოვანი — მზეს ჩვეულებრივი სათვალით არ შეხედოთ

მზის ნაწილობრივი დაბნელების პირდაპირ ყურება ჩვეულებრივი მზის სათვალით უსაფრთხო არ არის. NASA-ს თანახმად, საჭიროა სპეციალური მზის დამცავი სათვალე ან ფილტრი, რომელიც ISO 12312-2 საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. ასეთი ფილტრები ჩვეულებრივ მზის სათვალეებზე ათასობითჯერ მუქია.

კამერაში, ბინოკლში ან ტელესკოპში მზისკენ ყურება ასევე არ შეიძლება მხოლოდ თვალზე გაკეთებული დაბნელების სათვალით — ოპტიკურ მოწყობილობას საკუთარი სპეციალური მზის ფილტრი სჭირდება.გამონაკლისია სრული დაბნელების ძალიან მოკლე მონაკვეთი, როდესაც მთვარე მზის კაშკაშა ზედაპირს მთლიანად ფარავს. მხოლოდ ამ დროს შეიძლება მზის პირდაპირ დანახვა სპეციალური სათვალის გარეშე; როგორც კი მზის უმცირესი ნაწილიც კი გამოჩნდება, თვალის დაცვა კვლავ აუცილებელია.

ვისაც სპეციალური სათვალე არ აქვს, უსაფრთხო ალტერნატივა პროექციის მეთოდია — პატარა ხვრელში გავლილი მზის სხივებით მისი გამოსახულების სხვა ზედაპირზე პროეცირება. NASA აღნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტი ჩვეულებრივ საწურშიც კი მიიღება: მისი მრავალი პატარა ხვრელი დაბნელებული მზის უამრავ პატარა გამოსახულებას ქმნის.

პოპულარული

მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს-ჰერჩინსკი

მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით,...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის...

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში)...

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21...

დედამიწა სულ უფრო სწრაფად თბება და სითბოს დაგროვების ტემპიც მატულობს–ახალი ანგარიში

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დედამიწა სითბოს სულ უფრო...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ...

რუსეთის პროკურატურამ პარტია “დროა” არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

ყველა ამბავი

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის შემდეგ თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატი ლედი...

რუსები ამბობენ, რომ დონბასი დაიკავეს, სინამდვილეში ჩვენ კონტროლქვეშაა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს – ზელენსკი

"რუსები თვლიან და ამტკიცებენ, თითქოს უკვე ოკუპირებული აქვთ დონბასის ნახევარი, რომელიც სინამდვილეში ჩვენს კონტროლქვეშაა" -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს. ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის ცნობით, 41 წლის სამხედრო...

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში) - 7₾ ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾ 50 000 მბ - 22₾ 9...

ირანის მუქარის გამო, ამერიკამ ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან ავიაციის ნაწილი გაიყვანა

აშშ-მ ინგლისში, RAF Mildenhall-ის ბაზაზე განთავსებული თვითმფრინავების ნაწილი სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხის შესახებ მიღებული სადაზვერვო...

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21 ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ინფორმაციას...

არ ვაპირებ რეჟიმთან თანამშრომლობას და ასე იქნება დარჩენილი სასჯელის ვადაში – მუსელიანცის წერილი ციხიდან

პროევროპული აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად არაერთი კორესპონდენციისა, რომელშიც მას შეწყალების...

თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? – გვარამია ნადარაიას

ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ,...

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია – კირცხალია

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს,...

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

"ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო დადებითად აფასებს - ამ სათაურით აქვეყნებს...

მერცი მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიწერილ წერილში ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მოუწოდა, „სამართლიანი წვლილი“...

პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, ბიზნესმენმა რომელიც პატიმრებს უვარგისი, მატლებიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების მომარაგების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო."პატიმრების...