12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა–სად დაიფარება მზე მთლიანად და ვინ ნახავს იშვიათ სანახაობას

spot_imgspot_img

12 აგვისტოს დედამიწის რამდენიმე რეგიონში დღისით ცა რამდენიმე წუთით უჩვეულოდ შეიცვლება — მთვარე მზეს მთლიანად გადაეფარება და მზის სრული დაბნელება მოხდება. სრული ფაზა მხოლოდ ვიწრო ზოლიდან იქნება ხილული, თუმცა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის დიდ ნაწილში ადამიანები მზის ნაწილობრივ დაბნელებას ნახავენ.

2026 წლის 12 აგვისტოს დაბნელების სრული ფაზის ზოლი ჩრდილოეთ რუსეთიდან დაიწყება, შემდეგ გრენლანდიასა და ისლანდიას გადაკვეთს, ატლანტის ოკეანეს გაივლის და ესპანეთს მიაღწევს. სრული დაბნელება ხილული იქნება ასევე პორტუგალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში მზე მთლიანად ორ წუთზე ცოტა მეტხანს დაიფარება, ხოლო მაქსიმალური სრული ფაზა ორ-ნახევარ წუთზე ნაკლები გაგრძელდება.

რა მოხდება ცაზე?

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა და მზის სინათლეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს.

სრული დაბნელების დროს მთვარის დისკო მზის დისკოს მთლიანად ეფარება. რამდენიმე წუთით ცა ბნელდება და ხილული ხდება მზის კორონა — მზის ატმოსფეროს გარე, მკრთალი ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ მზის ზედაპირის ძლიერი ნათება ფარავს.

მაგრამ სრული დაბნელების სანახავად სწორ ადგილას ყოფნა აუცილებელია. დედამიწის ზედაპირზე მთვარის სრული ჩრდილი — უმბრა – შედარებით ვიწრო ზოლს ქმნის. ვინც მის გარეთ, ნახევარჩრდილის – პენუმბრის – ტერიტორიაზე აღმოჩნდება, მზის მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელებას დაინახავს.

ამ შემთხვევაში მზე შეიძლება უზარმაზარ ნამგალს დაემსგავსოს: მთვარე მისი დისკოს ნაწილს „მოაჭრის“, მაგრამ მთლიანად ვერ დაფარავს.

ევროპაში მზე “დაბნელებული ჩავა“

ევროპისთვის წლევანდელი მოვლენა განსაკუთრებით ეფექტური იქნება იმის გამოც, რომ ბევრ ქვეყანაში დაბნელება საღამოს, მზის ჩასვლის წინ მოხდება.

ესპანეთში სრული დაბნელება სწორედ მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე იქნება. სხვა ევროპულ ქალაქებში კი მზე ნაწილობრივ დაიფარება: პარიზში მაქსიმალურ ფაზაზე მზის დისკოს დაახლოებით 92%, ლონდონში — 91%, მილანში — 92%, ბერლინში — 85%, ოსლოში — 83% დაიფარება. მადრიდსა და ბარსელონაში მაჩვენებელი დაახლოებით 99%-ს მიაღწევს, თუმცა ქალაქების მდებარეობიდან გამომდინარე იქ სრული ფაზა ყველგან არ იქნება.

ჩრდილოეთ აფრიკაშიც სანახაობა შთამბეჭდავი იქნება — მაგალითად, ალჟირში მზის დისკოს დაახლოებით 96%, კასაბლანკაში კი 87% დაიფარება.

ჩრდილოეთ რუსეთში სრული დაბნელების ზოლი პოლარული განედების გავლით გაივლის, სადაც აგვისტოში მზე ღამის საათებშიც ჰორიზონტზე შეიძლება დარჩეს. NASA-ს გამოთვლებით, მთვარის სრული ჩრდილის გზა სწორედ რუსეთის არქტიკული რეგიონიდან დაიწყება და შემდეგ გრენლანდიის მიმართულებით გადავა.

გამოჩნდება თუ არა 12 აგვისტოს დაბნელება საქართველოდან?

არა. თბილისიდან და საქართველოს ტერიტორიიდან 12 აგვისტოს მზის დაბნელება ხილული არ იქნება. თბილისის შემდეგი ხილული მზის დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება და ის ნაწილობრივი იქნება. მანამდე, 2026 წლის 28 აგვისტოს, საქართველოდან მთვარის ნახევარჩრდილოვანი დაბნელების ნახვა იქნება შესაძლებელი.

თუმცა მათთვის, ვინც 12 აგვისტოს მოვლენას პირდაპირ ვერ დააკვირდება, მზის სრული დაბნელების ონლაინ ტრანსლაციებიც იქნება ხელმისაწვდომი.

რატომ ხდება სრული, ნაწილობრივი და რგოლისებრი დაბნელება?

ყველა მზის დაბნელება ერთნაირი არ არის.

სრული დაბნელებისას მთვარე მზის ხილულ დისკოს მთლიანად ფარავს.

ნაწილობრივი დაბნელებისას მთვარე მზის მხოლოდ ნაწილს ფარავს და მზე ნამგლის ფორმას იღებს.

არსებობს რგოლისებრი დაბნელებაც. მთვარის ორბიტა იდეალურად წრიული არ არის და დედამიწიდან მისი მანძილი იცვლება. როდესაც დაბნელების მომენტში მთვარე შედარებით შორსაა, ცაზე უფრო პატარა ჩანს და მზის დისკოს მთლიანად ვეღარ ფარავს. შედეგად, მთვარის გარშემო მზის კაშკაშა რგოლი რჩება.

ეს ყველაფერი განსხვავდება მთვარის დაბნელებისგან — იქ უკვე დედამიწა ხვდება მზესა და მთვარეს შორის და მისი ჩრდილი მთვარეზე ეცემა.

ყველაზე მნიშვნელოვანი — მზეს ჩვეულებრივი სათვალით არ შეხედოთ

მზის ნაწილობრივი დაბნელების პირდაპირ ყურება ჩვეულებრივი მზის სათვალით უსაფრთხო არ არის. NASA-ს თანახმად, საჭიროა სპეციალური მზის დამცავი სათვალე ან ფილტრი, რომელიც ISO 12312-2 საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. ასეთი ფილტრები ჩვეულებრივ მზის სათვალეებზე ათასობითჯერ მუქია.

კამერაში, ბინოკლში ან ტელესკოპში მზისკენ ყურება ასევე არ შეიძლება მხოლოდ თვალზე გაკეთებული დაბნელების სათვალით — ოპტიკურ მოწყობილობას საკუთარი სპეციალური მზის ფილტრი სჭირდება.გამონაკლისია სრული დაბნელების ძალიან მოკლე მონაკვეთი, როდესაც მთვარე მზის კაშკაშა ზედაპირს მთლიანად ფარავს. მხოლოდ ამ დროს შეიძლება მზის პირდაპირ დანახვა სპეციალური სათვალის გარეშე; როგორც კი მზის უმცირესი ნაწილიც კი გამოჩნდება, თვალის დაცვა კვლავ აუცილებელია.

ვისაც სპეციალური სათვალე არ აქვს, უსაფრთხო ალტერნატივა პროექციის მეთოდია — პატარა ხვრელში გავლილი მზის სხივებით მისი გამოსახულების სხვა ზედაპირზე პროეცირება. NASA აღნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტი ჩვეულებრივ საწურშიც კი მიიღება: მისი მრავალი პატარა ხვრელი დაბნელებული მზის უამრავ პატარა გამოსახულებას ქმნის.

spot_imgspot_img

პოპულარული

მოსკოვის ოლქში დრონების შეტევის შემდეგ Wildberries-ის საწყობი იწვის

მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო ოლქში, სოფელ კოლედინოში მდებარე Wildberries-ის...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი...

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება – ღარიბაშვილი

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება - "ქართული...

რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრებაზე კონტროლს გააძლიერებს

რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ერთიან მონაცემთა ბაზაში გაერთიანდეს არა...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში სამიზნეებზე შეტევისთვის პირველად გამოიყენეს ბრიტანული დრონები

ბრიტანული დრონები პირველად გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმებისთვის....
spot_img

ყველა ამბავი

„დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ და საქართველო – რა წერია თეთრი სახლის ანგარიშში?

აშშ-ის თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა (OTMP) ანგარიში „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ (The Great Transshipment Scam) გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა...

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ტროტუარზე ოთხ ადამიანს დაეჯახა. ერთი ადგილზე დაიღუპა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ტიბაანში მოხდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ადამიანს...

ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს – ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა."არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი...

ტრამპი ომანს დაბომბვით ემუქრება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომანზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ ის ხელს შეუშლის აშშ-ირანის მოლაპარაკებებს."თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ მას გადავბომბავთ",...

ღარიბაშვილი: დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ავრცელებს ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული...

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება – ღარიბაშვილი

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება - "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს."ეს წერილი...

ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან ხელი შეუშალონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლოები – კალაძე

"ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან ხელი შეუშალონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლოები" - განაცხადა კახა კალაძემ. „ჩვენი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი...

საქართველო ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა. როგორ ხსნის უარს „ოცნება“ და როგორ აღიქმება ასეთი უარი EU-ში

საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა.ევროკავშირმა ირანთან დაკავშირებით 24 ივლისს დაწესებული სანქციები განაახლა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,...

ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დავაკავეთ – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის...

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვისთვის 3 პირი დააკავეს

სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური...

ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ადვოკატი

ბათუმში ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ავრცელებს და აცხადებს, რომ  ამ დროისთვის უცნობია, რა...

ნაცნობისგან $30 000 ისესხა, არც თანხა დაუბრუნა, არც სარგებელი – დააკავეს 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000 აშშ...